ხუროთმოძღვრების ძეგლები "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში".

ჩემ შესახებ

Saturday, October 11, 2014

მე მიყვარს ჩემი  ქვეყნის წარსული, მე ვაფასებ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს ჩვენთვის დაუტოვებიათ.
        

      ხანძთა  შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთსაქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა(გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.),მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულემოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.[1]
                                                                            
შატბერდი, შატბერთი — IX საუკუნის ქართული მონასტერი თურქეთში, „დიდებულ ლავრად“ წოდებული . აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმემიქაელ მოდრეკილიგიორგი მთაწმინდელი; აქ შეიქმნა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები.
იშხანი.  არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებშიგრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. 2011 წ. ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „თრდატის ძე“, შესაძლოა ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი.[1]
წლების განმავლობაში ტაძარი გამოიყენებოდა მეჩეთად. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, იშხნისა და ოშკის რესტავრაცია დაიწყება ქართული მხარის მიერ.[2]